The Hill: სენატორ მაკკონელის აზრით, შესაძლოა, აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი მოიპოვოს

თალიბების რადიკალურმა მოძრაობამ შესაძლოა, წლის ბოლომდე მოიპოვოს კონტროლი ავღანეთზე, იქიდან ამერიკული ძალების გაყვანის ფონზე. ეს აზრი, როგორც გაზეთი The Hill წერს, სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა-მიჩ მაკკონელმა გამოხატა.

”მე ვფიქრობ, დიდი ალბათობაა, რომ თალიბანი აღადგენს კონტროლს ქვეყანაზე, შესაძლოა უკვე წლის ბოლოსაც კი”, – აღნიშნა გაზეთმა მაკკონელის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ავღანეთიდან ჯარის მთლიანად გაყვანა შეცდომად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ იქ ყოფნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადგილობრივი ძალების მომზადებისთვის ამერიკის ინტერესებში შედის”, – დასძინა კანონმდებელმა. მანამდე მან ავღანეთიდან ამერიკული ჯარის ასე სწრაფ გაყვანას ”საბედისწერო შეცდომა” უწოდა.

2021 წლის 14 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მაისში აპირებს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის დაწყებას და დაასრულებს 2021 წლის 11 სექტემბრამდე, თუმცა წინა ადმინისტრაციამ, დონალდ ტრამპის მეთაურობით, თალიბანთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა 2020 წლის თებერვალში, დოჰაში, რომლის თანახმად, ვაშინგტონმა პირობა დადო, რომ 2021 წლის 1 მაისამდე გაიყვანდა თავის ჯარებს, ისევე როგორც მოკავშირეები. მიღწეული შეთანხმებებიდან ამ გადახრამ გამოიწვია მკვეთრი უკმაყოფილება თალიბების მხრიდან, რომლებმაც, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში ისინი თავს ითავისუფლებდნენ დოჰის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...