The Guardian: საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც The Guardian-ი წერს, საბერძნეთის 9ქალაქ თესალონიკში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა ვირუსის ქვეყანაში გამოვლენის შემთხვევა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვირუსი 38 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც საბერძნეთში იტალიიდან დაბრუნდა. იგი საავადმყოფოში კარგ მდგომარეობაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იმ პირებს კი, ვისაც ქალბატონთან შეხება ჰქონდათ, გააფრთხილეს, რომ არ გამოვიდნენ ხალხში და დარჩნენ კარანტინზე.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 81 005 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 762-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 1 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 1 – საფრანგეთში, 3 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 11 – იტალიაში, 12 – სამხრეთ კორეაში, 16 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 30 109 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად