The Guardian: ქართული ღვინის მთავარი მარგალიტი, შესაძლოა, “იაგოს ღვინოა”

The Guardian-ი ბლოგის სახით ქართული ღვინისა და ღვინის ქართველი მეწარმეების შესახებ საუბრობს. ტექსტში სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული ღვინოების მიმოიხილავს ავტორი, სადაც განსაკუთრებული ადგილი ქართულ ღვინოს უჭირავს. ავტორი მას უძველესი სამყაროს მეფეს უწოდებს და რამდენიმე ქართული ღვინის ბრენდი მოჰყავს მაგალითად.

საქართველო, კავკასია და შავი ზღვა

"როდესაც საუბარი უძველეს სამყაროს ეხება, მანდ საქართველო მეფობს წლოვანებისა და ტრენდულობის თვალსაზრისითაც.

ამავდროულად, ქართული ღვინო ცოტა ხნის წინ შეუერთდა მსოფლიო ღვინოების სიას. ქართული ღვინოებისადმი ინტერესის დიდ ნაწილი ღვინო "ხოხბის ცრემლებს" ეკუთვნის. 

ღვინის ქარხანა 2007 წელს ამერიკელმა ჯონ ვურდემანმა და ქართველმა გელა პატალიშვილმა დააარსეს, რომელიც ფაქტობრივად ქართული ტრადიციული ღვინის ელჩი გახდა. თუმცა, ქართული ღვინის მწარმოებლების მთავარი მარგალიტი შესაძლოა "იაგოს ღვინო" იყოს, რომლის მფლობელიც იაგო ბიტარიშვილია, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. აგრეთვე აღსანიშნია “თბილღვინო“, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორია", – ნათქვამია ტექსტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...