The Guardian: ფლორიდაში, შიმშილის გამო, ლამანტინების სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ფლორიდაში წლის დასაწყისიდან 840–ზე მეტი ლამანტინი დაიღუპა შიმშილისგან. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian წერს.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წელს მეტი ლამანტინი დაიღუპა, ვიდრე ფლორიდის ისტორიაში სხვა ნებისმიერ წელს. ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების კომისიის განცხადებით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2 ივლისამდე დაიღუპა 841 ცხოველი.

მათი დაღუპვის მიზეზად შიმშილი სახელდება.

კომენტარები
იტვირთება...