The Guardian: ლონდონის პოლიციამ კევინ სპეისის მხრიდან შესაძლო შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო

ლონდონის პოლიციამ მსახიობ კევინ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. პოლიციამ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

ჟურნალი The Sun წერს, რომ სპეისის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ გამოცემას 32 წლის მსახიობმა განუცხადა. Associated Press ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში მსახიობის სახელი არ ფიგურირებს. ოფიციალური მონაცემებით, ინციდენტი 2008 წელს სამხრეთ ლონდონში მოხდა. ამის შესახებ განცხადება პოლიციაში ორი დღის წინ შევიდა.

მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მსხვერპლი 23 წლის იყო. გამოცემას უცნობმა თანამოსაუბრემ ასევე განუცხადა, რომ განმცხადებლის თქმით, ისინი არა მარტო სვამდნენ, არამედ მარიხუანასაც ეწეოდნენ. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი ითიშებოდა და მოგვიანებით აღმოაჩენდა ხოლმე, რომ მათ სექსუალური კავშირი ჰქონდათ. ბულვარული პრესა ასევე წერს, რომ ამერიკელი მსახიობი მსხვერპლს აფრთხილებდა, მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად