The Guardian: ჯონსონი ვარაუდობს, რომ რუსეთის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება ტრამპთან ურთიერთობას გააუარესებს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი სავარაუდოდ, ბრიტანეთის არჩევნებზე რუსეთის ფედერაციის გავლენის შესახებ ანგარიშს იმის გამო არ აქვეყნებს, რომ არ სურს, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა გაუფუჭდეს,ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

50 – გვერდიანი ანგარიში ბრიტანეთის პარლამენტის კომიტეტების მიერ მომზადდა.

“ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ანგარიში, სავარაუდოდ, ბორის ჯონსონსა და დონალდ ტრამპს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობის გამო არ ქვეყნდება. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს დონალდ ტრამპის რუსეთთან ურთიერთობას ეხება”, – წერს გამოცემა.

როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, ბრიტანეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ახსნა-განმარტებები არ გაუკეთებია, რიც გამოც რეალური ვითარება უცნობია.

გასულ კვირას ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს. როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, იგი ანგარიშის გამოქვეყნების საფუძველს ვერ ხედავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად