თბილსის მერი ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ეროვნული სასახლის 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების საზეიმო მიღებას დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ერია ავრცელებს. 

დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამსახურებულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში სასახლის დარბაზებსა და შიდა ბაღებში მრავალფეროვანი აქტივობები სასახლის 24 მიმართულების კაბინეტებისა და წრეების მოსწავლეებმა გამართეს. ასევე, გამოფენილი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტის, ჭედურობის, ფოტოხელოვნების წრეების მოსწავლეების ნამუშევრები.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია ეროვნულ სასახლეში უკეთესი პირობების შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

„მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე იუბილარია. მე მინდა სასახლეს მივულოცო იუბილე. თითოეულ იმ ადამიანს ვინც აქ მოღვაწეობს, თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ პატარას, რომელიც აქ იდგამს ფეხს. ძალიან ნიჭიერები არიან, საოცარი მომავალი თაობა გვყავს, ამიტომ თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები იყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, რათა უფრო მეტი და ღირსეული მომავალი თაობა გავზარდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ესწრებოდა. 

კომენტარები
იტვირთება...