თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი:არ ვიცი, რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც ეს ულამაზესი ბურთი დააზიანა

თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, "აიპრესთან" საუბრისას კომენტარს აკეთებს იმ ვანდალურ ფაქტზე, რაც თავისუფლების მოედანზე მოხდა.

"არ ვიცი რა ჰქვი და რა ვუწოდო იმ ადამიანს, რომელმაც ეს საახალწლო ბურთი ასე დაზიანა. მართალია, შეკეთება უკვე დავიწყეთ, მაგრამ თვითონ ფაქტია ძალიან საშინელი. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იკადროს ეს ადამიანმა. ალბათ, მას არაფერი კარგი არ უხარია, რაც ამ ქვეყანაში და ქალაქში კარგი ხდება და კეთდება" – ცხადებს "აიპრესთან" საუბრისას ლევან ჯღარკავა.

"აიპრესის" კითხვაზე, შემთხვევით, უნებლიედ ხომ არ მოხდა საახალწლო ბურთის დაზიანება, ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ ეს მიზანმიმართულად ჩადენილი ქმედება იყო.

მისი თქმით, აუცილებლად მოხდება ფაქტზე რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ თბილისში, თავისუფლების მოედანზე, დიდი, საახალწლო ბურთი დააზიანეს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი ავრცელებს.

"როცა გიყვარს, უფრთხილდები; როცა გიხარია, სიკეთეს გადასცემ- როგორც ჩანს სწორედ ამის ნაკლებობაა დღეს ჩვენს ქალაქში… მეგობრებო, აი, ასე გამოიყურება დღეს რუსთაველზე ეს ლამაზი საახალწლო ბურთი. რასაკვირველია, თბილისის მერია აღადგენს მას პირვანდელი სახით, მაგრამ როდის ჩაანაცვლებს ნგრევას და განადგურებას ზრუნვა და სიყვარული?" – წერს კახა კალაძის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად