თბილისში ტურისტი შანაე ბრუკი გაუჩინარდა – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“სასწრაფოდ! გთხოვთ ყველამ გააზიაროთ!
ვციტირებ: ეს გოგონა, შანაე ბრუკი, ჩამოვიდა ავსტრალიიდან აქ მუშაობდა რამდენიმე ადგილას ინგლისურენოვან პედაგოგად. ზაფხულის არდადეგებს ატარებდა საქართველოში და ორი დღის წინ ჩამოვიდა აჭარიდან “ბაიკით.” ეს აქტიური გოგონა ცხოვრობს გოგებაშვილზე. საიდანაც გუშინ (რიგორც მეგობარს ტელეფონზე უთხრა, 11 ზე დაამთავრა ონლაინ სამსახური და გავიდა სავარჯიშოდ) გავიდა და წავიდა მთაწმინდის მიმართულებით “hike-ზე” სადაც ხშირად დადიოდა მარტოც და მეგობრებთან ერთადაც.
მის ბოლო კვალზე მისივე მეგობარი (რომელიც უცხოეთშია) საუბრობს. შუადღეზე სატელეფონო ზარის მომენტში ამ გოგონას საშინელი განწირული ხმები მოესმა, თითქოს “she was being attacked by someone” და შველას ითხოვდა ვიღაცას უყვიროდა “ხელი გამიშვიო”
იმავე საღამოდან პოლიცია გოგონას ეძებს, და ერთადერთი რაც ამოიღეს არის ის რომ მისი მობ. ტელეფონი იძებნება ოქროყანის ტყეში.
გთხოვთ თუ სადმე შეგხვდათ ან რაიმე გაიგეთ დარეკოთ 591321876 , პოლიციაში ან შემოგვიერთდეთ მოყვარულებს ძებნაში რომელიც იწყება ამ “ლოკაციიდან“, – წერს ნინო ზამბახიძე.

“ფეისბუქში” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...