თბილისში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე სხდომა გაიმართა

12-13 მარტს, თბილისში, სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ასოციაციის “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” წევრი პორტებისა და სამუშაო ჯგუფში შემავალი ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების გზები, 2019 წლისათვის სატრანსპორტო დერეფნის სატარიფო განაკვეთები, აქტაუსა და ბაქოს პორტებს შორის სარკინიგზო-საფიდერო მიმოსვლის ორგანიზების საკითხები განიხილეს. ასევე იმსჯელეს ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებსა და კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებისას მხარეთა ურთიერთქმედების რეგლამენტის შეთანხმების აუცილებლობაზე. აღსანიშნავია, რომ ტვირთნაკადის კონტროლის მიზნით შეთანხმება იქნა მიღწეული ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის სქემაზე.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...