თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება მიმდინარეობს

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

პარტიის ინფორმაციით,  ღონისძიების ინიციატორი სწორედ მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით,  დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად