ტაშკენტის ქუჩაზე მიწისქვეშა გაზსადენი დაზიანდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მიბილიზებული და ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შემთხვევის ადგილზე აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირი არ აფეთქებულა, არამედ გაჟონვა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა. უსაფრთხოების მიზნით მიმდებარე ტერიტორიაა გადაკეტილი და ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ადამიანებს გადაადგილება ეზღუდებათ.