თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება

დღეს, თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებას ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე “Event Square” უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი Facebook გვერდზე ავრცელებს.

თბილისში შოკოლადის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე “Event Square” უმასპინძლებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი და შოკოლადის შადრევანი.

სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე სანტა კლაუსი და ელფები იზრუნებენ.

შოკოლადის ფესტივალზე დასწრებას ადგილობრივები და ტურისტები 12:00 საათიდან 18:00-მდე შეძლებენ. ღონისძიების ბოლოს ნაძვის ხეს საზეიმოდ გაანათებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...