თბილისში საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული შ.ბ., ბინის გაქურდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...