თბილისში, დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალი შეიარაღებულმა კაცმა დააყაჩაღა.
შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. რა ოდენობის თანხა გაიტაცა პირმა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია მუშაობს.
როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები პირის დასაკავებლად.
მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით დაიტო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.