თბილისში საპენსიო სააგენტოს ოფისი და ცხელი ხაზი ამოქმედდა

საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში ამოქმედდა. ამასთნავე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერზე – 2197676.

საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში ამოქმედდა. ამასთნავე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი ნომერზე – 2197676.საიტზე(pensions.ge) უკვე განთავსებულია მონაცემები საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაზე და მოქმედ კანონმდებლობაზე.

როგორც “აიპრესს” საპენსიო სააგენტოს ოფისში განუცხადეს მოქალაქეებს შემოსავლისა და ასაკის მიხედვით სავარაუდო მისაღები პენსიის გამოთვლა შეუძლიათ. ამისთვის რეგისტრაცია სულაც არ არის საჭირო. ე.წ კალკულატორის საშუალებით,მოქალქეები შეძლებენ სავარაუდო პენსიის ოდენობა განსაზღვრონ.

“აღნიშნულ საიტზე მოქმედებს საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, სადაც მოქალაქეებს შემოსავლისა და ასაკის მიხედვით სავარაუდო მისაღები პენსიის გამოთვლა შეუძლიათ.ამისთვის რეგისტრაცი არ არის საჭირო. საიტზე მოქმედებს ე.წ კალკულატორ. საიტზე რეგისტრაციის გავლა იმ შემთხვევაშია საჭირო თუ დეკლარაციის შევსება სურთ”,-განაცხადეს ოფისში.

მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება როგორც ოფისში,ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით შეუძლიათ.

ცნობსითვის,დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...