თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მამაკაცი ჭაში იყო ჩავარდნილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ჭიდან ამოიყვანეს.

მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად