თბილისში საერთაშორისო კონფერენციას „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართება

საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 14-15 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენცია „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართება.

კონფერენციაში დარგის ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. მათ შორის ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი იურგენ როქსტრო; ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე,პროფესორი მასიმო კოლომბო; ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო ნეგრო; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები და დელეგატები აღმოსავლეთ ევროპისა და ენტრალური აზიის რეგიონიდან.

როგორც საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტების დარგების შემდგომ განვითარებას ზოგადად და კერძოდ აივ/შიდსით ავადმყოფებში C ჰეპატიტის მიკროელიმინაციის მიზნის მიღწევას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად