თბილისში, საავადმყოფოში ექიმის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფო ექიმი სცემეს – ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შსს- ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსნებთ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, თბილისში დამსახურებული ექიმი სცემეს. როგორც ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს, მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა და დაზარალებული ამბავს თავად გაასაჯაროებს.

“გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”,-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად