თბილისში რიოს ოლიმპიადისთვის სამზადისი დაიწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ოლიმპიური ჩირაღდნითა და რიო 2016-ის ბანერით გააფორმეს, რომლის გახსნა დღეს მოეწყო.

ასევე მოეწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კამპანია "ვგულშემატკივრობ საქართველოს!" პრეზენტაცია.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი, სპორტსმენები, მწვრთნელები და სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ოლიმპიურ ჩემპიონებს – ზურა ზვიადაურსა და გიორგი ასანიძეს ქართული სპორტის მუზეუმიდან დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლების ასლები გადასცა, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამზადა.

ღონისძიება ბრაზილიური მუსიკის ფონზე მოცეკვავეებითა და ფეიერვერკით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...