თბილისში ყაჩაღებმა ახალგაზრდა ქალი დააუთოვეს, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქუჩაზე გუშინ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.

გავრცლებული ინფორმაციით ფულს ითხოვდნენ, თუმცა ახალგაზრდა ქალს არ აღმოაჩნდა იმდენი თანხა, რამდენსაც ისინი ითხოვდნენ, რის შემდეგ ყაჩაღებმა ახალგაზრდა ქალი დააუთოვეს და ცემეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 176 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. თუმცა, ჯერ-ჯერობით გამოძიება ყაჩაღების კვალზე ვერ გავიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად