თბილისში, პეკინის გამზირზე მოზარდს დაზიანებები მიაყენეს

მომხდარი ფაქტის შესახებ “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, პ”ეკინის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებოი მოქმედებებს აწარმოებენ.

მოზარდი სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ გულისხმობდ და 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად