თბილისში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს, როგორც “აიპრესისთვის” გახდა ცნობილი, დაჭრილი მამაკაცები მეგობრები არიან და არა დაპირისპირებული მხარეები.

მათგან ერთ-ერთი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო მეორე ქირურგიულში. “აიპრესის” ინფორმაციით, სწორედ საავადმყოფომ შეატყობინა შსს-ს დაჭრის ფაქტი, როდესაც მათ ნახეს, რომ პაციენტებს ბასრი საგნით, სავარაუდოდ დანით ჰქონდათ მიყენებული ჭრილობა.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო და ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...