თბილისში ნაპოვნი გარდაცვლილი 27 წლის სალომე მარტიაშვილის საქმეზე, მისი ქმარი დააკავეს

მიმდინარე წლის 7 ნოემბერს “აიპრესმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში, თემქაზე 27 წლის სალომე მარტიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

პირველადი ვერსიით, სალომე მარტიაშვილის გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა დასახელდა.

შემთხვევა 5 ნოემბერს გვიან ღამით გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სადაც ქალი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, ექიმებმა მხოლოდ მამაკაცის გადარჩენა შეძლეს.

მოგვიანებით “აიპრესმა” გაარკვია, რომ 27 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე მისი ქმარი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” დაუდასტურეს, რომ სალომე მარტიაშვილი ქმარი, ანზორ ლურსამანაშვილი დააკავეს. რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახედ უკვე შეუფარდა პატიმრობა.

დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.

27 წლის სალომე მარტაშვილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორედან იყო, მას 3 წლის შვილი დარჩა.

 

კომენტარები
იტვირთება...