თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

თბილისში, ისნის რაიონში, დოლობაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არასრულწლოვანია.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად