თბილისში მიმდინარე აქციას თელაველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ

აქციის მონაწილეებმა თელავის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს და საკუთარი მოთხოვნები თელავის თეატრის წინ გაახმოვანეს.

მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს და ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს.

“ჩვენი შეკრების მიზეზი თბილისში მიმდინარე პროტესტის გამოხატულებაა. სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისელ ახალგაზრდებს, მოვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას და პასუხისმგებელი პირების გადადგომას,,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...