თბილისში, მე-8 სართულზე მყოფი ქალი, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე, სახლში მყოფ შუახნის ქალს ტყვია  მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით ქალი სახლში იყო, რა დროსაც ფანჯარა ჩაიმსხვრა და ტყვია მოხვდა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიყო: სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო – შენახვა – შეძენას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად