თბილისში ლესბოსელ წყვილზე არასრულწლოვნის თანდასწრებით თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

თბილისი პრაიდმა გაავრცელა განცხადება, რომ 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა.

🛑 ჰომოფობიური ინციდენტები თავდამსხმელის მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაზარალებული თბილისი პრაიდშია დასაქმებული.

🛑 20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.
🛑 გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.
🛑 მოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინცინდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა.
🛑 მოგვიანებით მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.
🛑 სამართალდამცავებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნაბართვო შეღწევა). ნათქვამია თბილისის პრაიდის გავრცელებულ  ინფორმაციაში.

 

დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელამ განცხადება,  სადაც ნათქქვამია: “ჩატრებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ო.ი. მუქარის, იძულებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, ო.ი. 1984 წელს დაბადებულ ქ.ე.-ს და 1989 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს ჯანმრთელობის დაზიანებით
დაემუქრა.
ასევე, დაკავებულმა იძულებით გამოართვა ერთ-ერთ დაზარალებულს მისი კუთვნილი ტელეფონი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, 150-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას, იძულებას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო
შეღწევას გულიხსმობს.”

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...