თბილისში კინორეჟისორ გიორგი დანელიას ვარსკვლავი იხსება

დღეს, 18:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს კულტურის პალატასთან ერთად კინოთეატრ რუსთაველის წინ, ქართველი სახალხო არტისტის და კინორეჟისორის გიორგი დანელიას ვარსკვლავს გახსნის.
 

გიორგი დანელია ცნობილია თავისი "ნაღვლიანი კომედიებით", როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას. ნიკიტა ხრუშჩოვის კულტურული "დათბობის" პერიოდში იგი "ახალი ტალღის" წამომწყები აღმოჩნდა საბჭოთა კინემატოგრაფიაში. პირველ წარმატებას იგორ ტალანკინთან ერთად, ფილმით "სერიოჟა" მიაღწია (1960). შემდეგი ფილმი იყო "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" (1963) – პოპულარული ლირიკული კომედია. ასევე, ფილმი "33" (1965, "არ დაიდარდო" (1969)"იღბლიანი ჯენტლმენები" (1972), "აფონია" (1975), "მიმინო" (1977)და სხვა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...