თბილისში ხანძრის შედეგად 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვო სააგენტოში „აიპრესთან“ ადასტურებს ინფორმაციას, საბურთალოზე ხანძრის შედეგად 87 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს.

„ვეძისში, სახლის გვერდით მდგომ დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა ცეცხლი, 80 კვადრატულს, გარდაცვლილია დაახლოებით 87 წლის მამაკაცი.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე მუშაობდა 5 სახანძრო ჯგუფი.

ჯერ-ჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია,“ – აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვო სააგენტოში.

 

 

ავტორი: ნათია მაჭარაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...