თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. კერძოდ, გიორგი ლეონიძის და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე.

ავტომანქანები იმოძრავებენ გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...