თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო. ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამშველოს 4 ეკიპაჟი.
როგორც “აიპრესს” საგანგებო სოტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, “ცეცხლი ლიკვიდირებულია, სხვა ბინებზე არ გავრცელდა. ბინაში ნაპოვნია ერთი მამაკაცის ცხედარი.”