თბილისში ძალისმიერი სპორტის სახეობებში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება

24-26 აპრილს თბილისში ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართება.

ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმში, ამოწევასა და ძალისმიერ ორჭიდში, ეკიპირებულ და არაეკიპირებულ დივიზიონში მოეწყობა.

ჩემპიონატთან დაკავშირებით დღეს ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დაესწრო.

პროექტს თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს ძალისმიერი სამჭიდის ეროვნული ალიანსი ახორციელებს. 

ჩემპიონატში მონაწილეობას 25-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, ასევე 10 საერთაშორისო და სერთიფიცირებული მსაჯი მიიღებს.

სპორტის აღნიშნულ სახეობაში შეჯიბრი საქართველოში პირველად იმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად