თბილისში, დიდუბის და ჩუღურეთის N6 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 58 უბნის მონაცემებია დაჯამებული
დიდუბის და ჩუღურეთის N6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 58 უბნის მონაცემების მიხედვით “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატს გიორგი ვოლსკის 16180 (43,42%) ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
მე-2 ადგილზე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ანა დოლიძეა – 7751 ხმა (20,8%), მე-3 ადგილზე კი “გირჩის” კანდიდატი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 7515 ხმა (20,17 %)
კომენტარები