თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის N6 მაჟორიტარულ ოლქში 40,35%-ით გიორგი ვოლსკი ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საუბნო კომისიებისგან მიღებულ ოქმებს აქვეყნებს

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ცესკოს N6 მაჟორიტარული (თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი) საარჩევნო ოლქის 7 საარჩევნო უბნიდან აქვს მიღებული შემაჯამებელი ოქმები.

ოქმების მონაცემების თანახმად, სულ 7 უბანზე ხმა მისცა 2835-მა ამომრჩეველმა. 2835-დან 1144-მა (40,35%) ამომრჩეველმა ხმა მისცა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატ გიორგი ვოლსკის.

მე-2 ადგილზე მყოფ “გირჩის” კანდიდატ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 20,53% (582 ხმა) აქვს, საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ ანა დოლიძეს კი 16,40% (465 ხმა).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად