თბილისში დენის გაძვირების საკითხი 150 დღეში გადაწყდება

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა ზუსტად არ აკონკრეტებს გაძვირდება თუ არა რეგიონების შემდეგ დენი თბილისში, თუმცა განმარტავს, რომ არსებული წინაპირობა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

„თუ რამდენით გაიზრდება ტარიფი ამაზე ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ კომისიას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა, რომ ტარიფს დოკუმენტაციის საფუძველზე დაადგენს, მე ამ შეფასებას ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა მილორავამ „იმედის“ ეთერში.

კითხვაზე რომ ტარიფი აუცილებლად გაიზრდება, მილორავა პასუხობს, რომ მას ვარაუდების გამოთქმა არ შეუძლია, „თუმცა „წინაპირობა რაც „ენერგო-პროს“ შეთმხვევაში იყო, გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა“.

სემეკ-ის თავმჯდომარის განმარტებით, „თელასი“ თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია და ამიტომ კომპანიამ სატარიფო განაცხადი კომისიაში წარადგინა. „კომისიას აქვს კონკრეტული ვადები – 3 დღის ვადაში უნდა დავადგინოთ ხარვეზი და დავაბრუნოთ სატარიფო განაცხადი, ან დავიწყოთ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება; მაქსიმალური ვადა 150 დღეა და ამ ვადაში ეს ტაროფი იქნება დათვლილი“, – განაცხადა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ „თელასმა“ სატარიფო განაცხადი კომისიაში 23 ივლისს მას შემდეგ წარადგინა, რაც სემეკმა თბოელექტროსადგურების ტარიფი დაადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად