თბილისში დაგეგმილ აქციაზე, ფოთიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ

თბილისში, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე, ფოთიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ხელისუფლება უნდა აიძულონ, საარჩევნო სისტემაში ცვლილებები შეიტანონ. მათივე თქმით, თუ არ მოხდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, პერმანენტული აქციები გაიმართება.

„ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, დავუბრუნოთ ქართველ ხალხს ის მონაპოვარი, რომელიც ახალგაზრდებმა თავიანთი სისხლისა და დათხრილი თვალების ხარჯზე მოუტანეს ქვეყანას. საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და პროპორციული არჩევნების შემოღებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა უკან მიითვისა. გვინდა შევუქმნათ ყოველგვარი დისკომფორტი ხელისუფლებას და ვაიძულოთ განახორციელონ ეს ცვლილება.

არის დაგეგმილი გრანდიოზული შეკრება დღეს 7 საათზე და შემდეგ ვაპირებთ ბლოკირებას პარლამენტის შენობის, სადაც საქართველოს პარლამენტი სხდომის ჩატარებას აპირებს“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხომერიკმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად