თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან – აქტივისტები “ნაცმოძრაობის” ოფისთან იკრიბებიან

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ახალგაზრები და აქტივისტები იკრიბებიან. ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი გუშინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

გიგა შუშანიას განცხადებით, ხდება მძღოლების დაშინება და ტრანსპორტის ბლოკირება.

“გუშინდელი სისხლიანი, გავრილოვის ღამის მოწყობის შემდეგ, დიდი კოლონა გუშინვე დაიძრა თბილისისკენ, ჩვენ დღეს ვაპირებთ შევუერთდეთ აქციას. უამრავი ადამიანი მოდის ოფისში, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს აქციაზე, მაგრამ ხელისუფლებამ მიმართა ჩვეულ მეთოდს, სუსის დარბის და ხდება დაშინება, ბლოკირებულია ტრანსპორტი, მაგრამ ადამიანები საკუთარი ავტომობილებით მიდიან, რათა გააპროტესტონ, ის რაც მოხდა გუშინ, როდესაც ივანიშვილის სისხლიანმა რეჟიმმა ტოლობა დასვა როდიონოვთან და ცხრა აპრილის მეთოდებით გაუსწორდა ხალხს, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ გამოვიდა”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...