თბილისში, covid-19-ით ინფიცირებული ორსული, საკეისრო კვეთის დროს გარდაიცვალა

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ორსული ქალი, საკეისრო კვეთისას გარდაიცვალა.

კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ორსული ქალი 15 ივნისს მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტს კორონავირუსი ძალიან მძიმე ფორმით ჰქონდა- მისი ფილტვების დაზიანება 22 ქულით შეფასდა.

“მცირდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის გულისცემა და მის გადასარჩენად სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა.

ბავშვი იყო აპარატზე და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად 1 თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ ყველა”, – განაცხადა “კურიერთან” ლალი ტურძელაძემ.

კომენტარები
იტვირთება...