თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინებაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფაქტი დაადასტურეს და დაუყონებლივ დაიწყეს ქრობითი სამუშაოები.

იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად