ბოლო 2 დღის განმავლობაში თბილისში ყვავმა 3 ადამიანი დაკორტნა

ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში, წერეთლის გამზირზე ყვავმა 3 ადამიანი დაკორტნა.

როგორც “აიპრესს” პრევენციის მედიცინისა და იმუნიზაციისა ცენტრში  განუცხადეს, 6 ივნისს 2 ადამიანი, ხოლო  7 ივნისის 1 ადამიანი შემოიყვანეს. ყველ მათგანი  სრულწლოვანია.

როგორც ცენტრში აღნიშნეს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყვავისგან დაკორტნილმა ადამიანებმა აცრის გასაკეთებლად მიაკითხეს.

მათივე თქმით, იყო შემთხვევა როდესაც ვაკის პარკის და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ ყვავისგან დაკორტნილი ადამიანები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად