თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით 1990 წელის 20 იანვრის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2020 წლის 20 იანვარს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ქალაქ თბილისში, ისტორიულ დარბაზში სადაც 1918 წელს გამოცხადებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, სისხლიანი იანვრის ტრაგედიის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოება 20 იანვრის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის წევრები, საპატრიარქოს წარმომადგენელი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის ელჩები და სხვა უწყებების წარმომადგენლები .

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა დურსუნ ჰასანოვმა თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა 20 იანვრის ტრაგედიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა, რომ ტრაგედიის მთავარ მიზეზს იმ დროს ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში არ ყოფნა იყო. ჰეიდარ ალიევი, 1990 წელს მაშინ როდესაც არ გააჩნდა არანაირი უფლებამოსილება, მივიდა აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში, მოსკოვში, სადაც დაგმო გორბოჩოვისა და სსრკ-ს იმ დროინდელი ხელისუფლება და შეაფასა როგორც ასობით მსხვერპლის საბაბად.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვრის ტრაგედიის ჭეშმარიტი განზრახვა იყო აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფის გაწყვეტა, მას საპირისპირო შედეგი მოჰყვა: აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობის ქრონიკაში პირველი გვერდი გახსნა. გარდა ამისმა ელჩმა აზერბაიჯანის ისტორიასა და მოძმე საქართველოს ბედთან მჭიდრო კავშირზე ისაუბრა, რაც გამოიხატება ორივე ხალხის ანალოგიურ ტრაგედიებში. მაგალითად, 1989 წლის 9 აპრილის თბილისის მოვლენების შემდეგ, 1990 წლის 20 იანვრის ტრაგედია ბაქოში, რომლის დროსაც ორივე ქვეყანა საგარეო აგრესიის მსხვერპლი გახდა და შედეგად მოხდა მათი მიწების 20% ოკუპირება, მილიონზე მეტი ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები ამის აშკარა მაგალითია. მაგრამ მიუხედავად ყველა სირთულისა, ორი ქვეყნის სოლიდარობის გამოხატვა გახდა მთავარი ფაქტორი ჩვენი რეგიონის განვითარებაში. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე პერიოდში ჰეიდარ ალიევი არის ამ სტრატეგიული პარტნიორობის და ძმური ურთიერთობების ფუძემდებელი და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს საქართველოს.

სიტყვით გამოსვლისას ელჩმა ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ საქართველოსადმი დამოკიდებულება, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დიდი ყურადღებას უთმობს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და რეგიონში განხორციელებული – ბაქო – თბილისი – ჯეიჰანი, ბაქო – თბილისი – ყარსის, სამხრეთ გაზის დერეფანისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ამის ნათელი მაგალითია, ელჩმა ჰასანოვმა გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო, რომლებიც იზიარებენ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას, ყოველთვის იქნებიან ერთმანეთის გვერდით, ამიტომაც ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა აზერბაიჯანი-საქართველოს შორის არსებული ურყევი მავთულებით მოიხსენიება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაში სისხლი დაიღვარა და ორივე ქვეყნის ერი საბჭოთა რეპრესიულ პოლიტიკის მსხვერპლი იყო. მინისტრის მოადგილის სიტყვებით საქართველო, რომელმაც გამოიარა 9 აპრილის ტრაგედია იზიარებს აზერბაიჯანელი ერის 20 იანვრის მწუხარებას და დღეს, ორი ქვეყანა, რომელმაც 30 წლის წინათ დაღვრილი გმირების სისხლის შედეგად მოიპოვეს დამოუკიდებლობა ერთმანეთს მხარს უჭერენ და აზერბაიჯანთან პარტნიორობა ამის შემდეგაც წარმატებულად გაგრძელდება, მეგობრობა კი სამუდამო იქნება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფოტოგამოფენა და ტრაგედიის შესახებ ვიდეო რგოლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად