თბილისში ავტომანქანის მართვის დროს მძღოლი ცუდად გახდა-ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თბილისში, საბურთალოს რაიონში სავარაუდოდ ავტომანქანის მართვის დროს ქალი ცუდად გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მანქანიდან გადმოვიდა და შეუძლოდ გახდა, ადგილზე მივიდა სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...