თბილისში ავტომანქანიდან “მაკაროვი”, 8 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ამოიღეს-დაკავებულია 1 პირი

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ,,მაკაროვის”-ის სისტემის ცეცხლსასროლ იარაღი, 8 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად