თბილისში ამსტერდამში მცხოვრები ქართველების შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება

თბილისში Euro-Georgia Film Studio-ს მიერ გადაღებული  დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება. პრემიერა 27 ოქტომბერს, ”დიდუბე პლაზაში”, 17:00 საათზე შედგება.

ფილმი ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში გადაიღეს და მასში ნაჩვენებია, თუ როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ფილმის ქრონომენტრაჟი 50  წუთია. მისი  ფინანსური მხარდაჭერა კი  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიამ უზრუნველყო.

პროექტ  Euro-Georgia Film Studio -ს ხელმძღვანელი და ფილმის რეჟისორი    ირაკლი  ალფაიძეა, კომპოზიტორი – კოტე  მალანია.  როგორც ფილმის ავტორები ამბობენ, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალთან, სადაც აღნიშნული ფილმის ჩვენება იგეგმება. ამასთან, ფილმის რეჟისორი მორიგი ნამუშევრის გადაღებას იტალიაში აპირებს.

 

ცნობისთვის, დოკუმენტური ფილმების სტუდია Euro-Georgia Film Studio 2016 წელს გერმანიაში დაარსდა.  სტუდიის მთავარი მიმართულებაა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიმცხოვრები ქართველების შესახებ დოკუმენტური ფილმების მომზადება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად