თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში სკამები დაშალეს და მოიპარეს (ფოტორეპორტაჟი)

შემთხვევა გუშინ მოხდა. თბილისში, დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში, სადაც 6 მერხი სკამი იყო, ნაწილი დაშლილია, ნაწილი მოპარული.

როგორც “აიპრესს” დიდუბის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკვერი 1 წლის წინ თბილისის მერიამ გააკეთა. თითოეული სკამის ღირებულება 715 ლარია.

“აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 177-ე მუხლის  პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად