აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა გარკვეულ ადგილებზე აიკრძალება

თბილისის ბევრ ადგილას, მათ შორის ელიავას ბაზრობაზე აალებადი და გარემოს დამაბინძურებელი მასალებით ვაჭრობა აიკრძალება.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში საკრებულო იმსჯელებს კონკრეტულ ადგილებზე, რასაც აკრძალვა შეეხება.

“კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის”, – განაცხადა ხმალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, “შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობის ტერიტორიას? ხმალაძემ განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გააკეთებენ განცხადებებს და გააცნობენ საზოგადოებას მათ პოზიციას” ხმალაძე პასუხობს:

“ელიავას ბაზრობასთან მიმართებაში უახლოეს პერიოდში, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ვაპირებთ გავაცნოთ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია. აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კი გეტყვით, რომ აალებად და გარემოს დამაბინძურებელი საქონლის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიღებულია და ახლა საკრებულომ უნდა შეისწავლოს კონკრეტული ადგილები. ეს შეეხება ნებისმიერ ადგილს, სადაც ხდება გარემოს დაბინძურება, მათ შორის ელიავას ბაზრობას”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად