თბილისში, 8 მარშრუტზე,  დღეიდან „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები  იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის მიერ მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება. დღეიდან, 8 მარშრუტზე,  „ბოგდანის“ ფირმის  ე.წ. ყვითელ ავტობუსებს „ISUZU“-ს მარკის  ახალი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ინფორმციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მუნიციპალურ ავტობაზაზე დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა და საკრებულოს ის წევრები იმყოფებოდნენ, რომელთა სამაჟორიტარო ოლქებში  დღეიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. საკრებულოს წევრებს ავტობაზაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი შარკოვმა უმასპინძლა.

საკრებულოს წევრებმა „ISUZU“-ს მარკის  ავტობუსები ხაზზე გასვლამდე დაათვალიერეს. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.

„სხვადასხვა მარშრუტებს ახალი ავტობუსები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ემატება. თბილისის მთავრობა სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით თავდაუზოგავად  მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ძველ ავტობუსებს ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსები ჩაანაცვლებს, რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად