თბილისში 4 600 ღერი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებისა და შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, სავალდებულო მარკირების გარეშე, უაქციზო სიგარეტის (4,600 ღერი -HEETS) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი” – ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...