თბილისში 37 წლის კაცმა 17 წლის ბიჭი სანადირო თოფით დაჭრა

შემთხვევა თბილისში, ჩიქობავას ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით 17 წლის ბიჭი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც ძაღლმა 37 წლის პირის ძაღლს უკბინა, რასაც ძაღლის პატრონებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. თუმცა შსს-ში არ აკონკრეტებ რას მოჰყვა დაჭრის ფაქტი.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს: “ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.რ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული ე.ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დ.რ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორლულიანი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...